Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად


აშშ-მა ხელი მოაწერა თალიბებთან ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიზანია ავღანეთში კონფლიქტის შეწყვეტა.

შეთანხმებას შაბათს მოეწერა ხელი ყატარში, დოჰაში. შეთანხმებით დადგენილია ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გრაფიკი ქვეყანაში ამერიკელ სამხედროთა 18 წელზე მეტ ხანს ყოფნის შემდეგ. საპასუხოდ მეამბოხეები კისრულობენ მთელ რიგ ვალდებულებებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასამართად.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და თალიბების ლიდერებმა.

„ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით“, თქვა პომპეომ ხელმოწერის წინ. „ძალადობის საგრძნობი შემცირება შექმნის პირობებს მშვიდობისთვის, მისი არარსებობა კი პირობებს მარცხისთვის“, დასძინა მან.

პომპეოს თქმით, ავღანელებმა მშვიდობასა და კეთილდღეობაში უნდა იცხოვრონ, პატივი სცენ ქალთა უფლებებს, აშშ კი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ავღანეთის მხრიდან არ იქნება ტერორისტული საფრთხე.

ქაბულში გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა თქვა, რომ აშშ დაუყოვნებლივ გააუქმებს შეთანხმებას, თუკი თალიბები ბოლომდე არ დაიცავენ მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG