Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის მიკროავტობუსი“ კორონავირუსის გავრცელების გამო მანქანების დეზინფექციას იწყებს


როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება კომპანია „თბილისის მიკროავტობუსზე" დაყრდნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფიცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG