Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია


კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG