Accessibility links

logo-print logo-print

ყაზახეთის რიგ ქალაქებში ოპოზიციის მომხრე ათეულობით ადამიანი დააკავეს


კვირას ყაზახეთის რიგ ქალაქებში ათეულობით ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გამოვიდა 1 მარტს საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზრაბაევის პოლიტიკიდან წასვლის მოთხოვნით, ასევე ახლახან წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი აქტივისტის, დულათ აგადილეს ხსოვნის პატივსაცემად.

როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იტყობინება, პოლიციამ ჩაკეტა ცენტრალური მოედნები ქალაქებში, სადაც საპროტესტო აქციები იყო დაგეგმილი. მათ შორის - დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმა-ათაში, ჩიმკენტსა და აქტობეში.

დაკავებულთაგან ზოგიერთი სკანდირებდა: „არა დიქტატურას“, „ბერიკაცო, წადი“ და ხელში ეჭირა პლაკატები ამავე ლოზუნგებით. მთლიანობაში დაკავებულია ასამდე ადამიანი.

საპროტესტო აქციების მოწოდებით გამოვიდა ორგანიზაცია „გაიღვიძე, ყაზახეთო!“, ასევე ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაცია „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“, რომელსაც საზღვარგარეთ მცხოვრები ოპოზიციონერი მუხთარ აბლიაზოვი ხელმძღვანელობს.

ნაზარბაევი შარშან გადადგა პრეზიდენტობიდან, მაგრამ ფართო უფლებამოსილებები შეინარჩუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG