Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მიმართ ძალადობის კანონში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იწყებს


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტის პირველ მოსმენას იწყებს. ცვლილებების შედეგად გაიწერება ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები და წესი, შემუშავდება ასევე შემაკავებელი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კანონში ცვლილებები მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მაქსიმალურად დაცვისაკენ.

„მას შემდეგ, რაც პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოწერილი იქნება შემაკავებელი ორდერი, მოხდება საკითხის განხილვა მოსამართლის წინაშე და მოსამართლე იმსჯელებს, არსებობს თუ არა რისკი და საფრთხე, რომ შესაძლებელია, კონკრეტულმა პირმა განახორციელოს რაიმე ტიპის დანაშაულებრივი ქმედება. თუ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, სწორედ ელექტრონული მეთვალყურეობის მეშვეობით მოხდება ასეთი პირის მონიტორინგი, რომ ასეთი პირი არ მიუახლოვდეს პოტენციურ მსხვერპლს და თუკი ამ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით კონკრეტული ინფორმაცია გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კონკრეტული პირი უახლოვდება პოტენციურ მსხვერპლს, მაშინ, მოხდება მყისიერი და დროული რეაგირება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, პოტენციური მსხვერპლები იყვნენ შესაძლო ძალადობრივი თუ სხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG