Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა პიტ ბუტიჯიჩი


პიტ ბუტიჯიჩი

ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯიჩი გამოეთიშა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ბრძოლის მარათონს. "ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ამერიკელების გაერთიანება დონალდ ტრამპის დასამარცხებლად“, - განუცხადა მან თავის მომხრეებს 2 მარტს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გვჯეროდეს ჩვენი მიზნის მიღწევისა, არის გვერდით გადგომა და პარტიისა და ქვეყნის გაერთიანებაში დახმარება. ამიტომ დღეს საღამოს ვღებულობ რთულ გადაწყვეტილებას, შევაჩერო ჩემი კამპანია“, - განაცხადა ბუტიჯიჩმა.

38 წლის პიტ ბუტიჯიჩმა წარმატებით დაიწყო კამპანია და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტს არ წარმოადგენდა, თებერვლის დასაწყისში აიოვას შტატში გამართულ დემოკრატების კოკუსში ბერნი სანდერსაც კი გაუსწრო. თუმცა სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერზე შაბათს, იგი ლიდერთა სამეულშიც კი ვერ შევიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ბუტიჯიჩის ხმები გადაინაცვლებს ჯო ბაიდენისკენ, რომელმაც სამხრეთ კაროლინაში პირველად მოიგო პრაიმერი.

დემოკრატიულ პარტიაში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას 6 კანდიდატი აგრძელებს. მათი რიცხვი 20-ს აღემატებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG