Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი და პუტინი მიმდინარე კვირაში მოსკოვში გამართავენ შეხვედრას


პუტინის და ერდოანის (მარცხნივ) შეხვედრა სტამბოლში. 2020 წ. 8 იანვარი.
პუტინის და ერდოანის (მარცხნივ) შეხვედრა სტამბოლში. 2020 წ. 8 იანვარი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში მოსკოვში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომლის ფონია დაძაბულობის მატება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ანკარამ და მოსკოვმა 2 მარტს განაცხადეს.

თურქეთმა ორშაბათს დაადასტურა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უწევს დახმარებას. უკანასკნელი ესკალაცია მოხდა გასულ კვირაში, როცა თურქეთის 34 ჯარისკაცი დაიღუპა სირიის არმიის საავიაციო იერიშის შედეგად.

როგორც ანკარამ განაცხადა, ერდოანი 5 მარტს ერთდღიანი ვიზიტით ჩავა მოსკოვში. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 2 მარტს ასევე დაადასტურა, რომ მოსკოვში გაიმართება სირიის საკითხზე შეხვედრა.

1 მარტს თურქეთმა, რომელიც სირიის ოპოზიციის ძალებს ეხმარება, დრონით გაანადგურა სირიის სამთავრობო ჯარების 19 ჯარისკაცი და სირიის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

თურქეთი და რუსეთი, რომლებიც სირიის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარებიან, აქამდე ცდილობენ, თავი აარიდონ ერთმანეთთან პირდაპირ კონფრონტაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG