Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პირველი არხის“ ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას 4 მარტს წარუდგენს


პარლამენტში მეორე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - იტყობინება „პირველი არხი“. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღი უკვე შეთანხმებულია.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები.

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი მოხსენება 2019 წლის 6 მარტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG