ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. ამგვარად, ქვეყანაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 66-ს მიაღწია. დაავადებულია 1500-ზე მეტი. გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. გარდა ამისა, ირანში ხელისუფლების მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელია ინფიცირებული.
ირანს კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ჩინეთის შემდეგ, საიდანაც დაიწყო გავრცელება დაავადებამ.
დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყო ირანიდან თავისი საელჩოს ევაკუაცია.
დაწერეთ კომენტარი