Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმნაძე: ვამბობთ, ერთი კოვზი არ გამოიყენო, მე ხო არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა ეკლესიაში ერთი კოვზით ზიარების შესახებ.

„ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?! ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, დააკვირდება, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. მე რა ის მაქვს, რომ შევცვალო დამკვიდრებული ტრადიციები“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 1 მარტს საერთო კოვზით ზიარების მიზანშეწონილობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს.

საპატრიარქომ 29 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ერთი კოვზით ზიარების შესახებ მიუთითებს:

„ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG