Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ სარაქიბზე


სარაქიბი
სარაქიბი

სირიის სამთავრობო ჯარმა, რადიკალური დაჯგუფება „ჰიზბოლას“ მხარდაჭერით აღადგინა კონტროლი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დიდ ქალაქ სარაქიბზე.

არაბული წყაროების თანახმად, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით სირიის ძალებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის მთავარი დაცვის ხაზი და დაეუფლნენ ქალაქს.

ასადის ჯარები, წყაროს ცნობით, აწარმოებს ქალაქის კვარტლების წმენდას და ცდილობს სარაქიბი გაათავისუფლოს ოპოზიციისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ჯგუფებისგან, არ მისცეს მათ საშუალება ახალი კონტრშეტევისთვის.

სირიის სამთავრობო ჯარმა ქალაქი სარაქიბი წინა კვირას დატოვა ასადის მოწინააღმდეგეების ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგად. სირიის ოპოზიციას დახმარებას უწევდა თურქეთის არმია.

სირიიდან მიღებული ცნობების ფონია მზარდი საერთაშორისო დაძაბულობა სირიაში შექმნილი ვითარების გარშემო, რომლის თაობაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი 5 მარტს მოსკოვში იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG