Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველოში დღეს ოფიციალურ ვიზიტს იწყებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.

საქართველოში ვიზიტის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ასევე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG