Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 390 ფაქტი გამოვლინდა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 191 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, შიდა ქართლში - 49, იმერეთში - 42, ქვემო ქართლში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 16, აჭარაში - 11, გურიაში კი - 2 .

დედაქალაქში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანახმად, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG