Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო: არდადეგების დროს სკოლის მასწავლებლებიც ისვენებენ


კორონავირუსის პრევენციისთვის სკოლებში ნაადრევად გამოცხადებული არდადეგების დროს დასვენება მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროში განუცხადეს.

უწყება განმარტავს, რომ სკოლებს პირველკლასელთა რეგისტრაციის გამო მხოლოდ ერთი თანამშრომლის ყოფნის ვალდებულება აქვთ, სხვებს კი შეუძლიათ, დაისვენონ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს გამოცხადდა. ამ დროისთვის ჯერ არ შეცვლილა არდადეგების დასრულების თარიღი, 16 მარტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG