Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთში ჩავიდა კორონავირუსის და სირიის გარშემო მოსალაპარაკებლად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 3 მარტს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფინეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელებისა და სირიის კონფლიქტის გარშემო მოილაპარაკებს ფინელ კოლეგა პეკა ჰაავისტოსა და პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან.

ჰაავისტოსთან ლავროვი საკითხების დეტალებს განიხილავს და შემდეგ პრეზიდენტს შეხვდება პირისპირ. ცნობას ამის შესახებ ავრცელებს სააგენტო „ტასი“. მინისტრები ორმხრივი და რეგიონული თემატიკის გარშემო ისაუბრებენ ჩვეული მანერით, ორმხრივი დაინტერესებით და ღიად, ასევე გაცვლიან პოზიციებს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსოფლიოს ჯანდაცვის უწყების (WHO-ს) თანახმად, ფინეთში კორონავირუსის ექვსი დადასტურებული შემთხვევაა, რუსეთში - ორი. ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში, აღრიცხულია ცხრაჯერ მეტი შემთხვევა ჩინეთის გარეთ, ვიდრე ამ ქვეყანაში, სადაც დეკემბრის შემდეგ გავრცელდა ახალი რესპირატორული ვირუსი.

ამ ეტაპზე დაავადების კონცენტრირების და შემთხვევების ზრდის ყველაზე დიდი საფრთხეა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანში. კანადამ გაამკაცრა საზღვარზე მათი შემოწმების ზომები, ვინც ირანიდან ჩადის ამ ქვეყანაში. ირანის ოფიციალური ცნობით, დაავადებულთა რაოდენობა 1500-ია, დაღუპულთა რაოდენობა 66-ს აღწევს, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG