Accessibility links

ქუთაისში, სკოლის სარდაფში, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის საჭირო ნივთები იპოვეს


ქუთაისში მდებარე, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანის მოსაწევი ინვენტარია აღმოჩენილი. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 160-დან 220 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG