Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 90 ათასს გადააჭარბა


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის სწრაფი გავრცელების დროს „აუთვისებელ ტერიტორიაზე“ იმყოფება და ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების მთავარი კერებია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი.

დაავადებულთა რიცხვმა 90 ათასს გადააჭარბა. სულ ვირუსმა იმსხვერპლა 3116 ადამიანი, განკურნებულთა რიცხვი 48 ათასია. გასულ დღე-ღამეში, ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა დაავადება, 152 ახალი შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 31-ია. კორონავირუსის დაავადების შემხვევები აღნუსხულია 70 ქვეყანაში. სამშაბათს პირველი შემთხვევა უკრაინაში აღირიცხა. ანდორა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ისლანდია, ინდონეზია, იორდანია, ლატვია, პორტუგალია, სენეგალი, ტუნისი ასევე იტყობინებიან ვირუსის პირველი შემთხვევების შესახებ.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი ვირუსს უწოდებს „უნიკალურ“ რესპირატორულ პათოგენს, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაში გავრცელება. ის თვლის, რომ COVID-19-ად წოდებული ვირუსის განვითარების შეჩერება შეიძლება სწორი, თავშეკავების ზომებით დაწყებული, საშუალებებით. „სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ახლა ვიმოქმედოთ", თქვა ღებრეიესუსმა.

ევროპის კავშირის ქვეყნებში, სულ, დაავადებულთა რიცხვი ორი ათასს აღემატება, 38-ია დაღუპული, მათი უმეტესობა იტალიაზე მოდის. ევროპის კავშირი ჯერ არ აპირებს შენგენის ზონის შიგნით სასაზღვრო კონტროლის დაწესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG