Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აქციას მართავენ


სოხუმში აქციას მართავენ ე.წ. პრეზიდენტობის კანიდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭრები. ისინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას გადადგომას მოთხოვენ.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი იტყობინება. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბჟანიას მშობლიური სოფლის ტამიშის მცხოვრებლები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები ბგანბას კაბინეტში ავიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ასლან ბჟანიას გარეშე 22 მარტს დაგეგმილი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. კრასნოდარის კლინიკაში იგი 2 მარტს გადაიყვანეს სოჭიდან, სადაც ჰოსპიტალიზებული იყო მას შემდეგ, რაც თავი ცუდად იგრძნო.

დღეს დილით ბჟანია მედიკამენტოზური კომიდან გამოვიდა. „ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა იგრძნობა, გამოვიდა მედიკამენტოზური კომიდან. მისი გულისცემა და წნევა ნორმალიზებულია“, - აცნობა წყარომ „ინტერფაქსს“.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა.

ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ამომრჩევლებთან შეხვედრები შეწყვიტეს ასევე ადგურ არძინბამ და ლეონიდ ძიაფშბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG