Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეში მოკვდა ტაჯიკეთში უცხოელი ველოსიპედისტების მკვლელობაში ბრალდებული


ჰუსეინ აჰდუსამადოვი
ჰუსეინ აჰდუსამადოვი

გადარჩენილი წევრი ჯგუფისა, რომელმაც ტაჯიკეთში 2018 წელს დასავლელი ველოსიპედისტები დახოცა, დუშანბეს საპატიმროში მოკვდა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციარული სისტემის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, მანსურჯონ უმაროვმა უთხრა 3 მარტს რადიო თავისუფლებას, რომ საშიში ტერორისტის, ჰუსეინ აბდუსამადოვის სიკვდილის გარემოების საქმეს პროკურატურა იძიებს, და რომ მისი გვამი ექსპერტიზას გადაეცა. აბდუსამადოვის სიკვდილი დაადასტურეს ოჯახის წევრებმა, რომლებმაც რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გვამი მათ 2 მარტს გადასცეს. აბდუსამადოვი მონაწილე იყო თავდასხმისა, რომელიც 2018 წლის 29 ივლისს განხორციელდა დუშანბედან 150 კილომეტრში. დამნაშავეები მანქანით შეიჭრნენ ველოსიპედისტების ჯგუფში. შეტაკების შემდეგ მათ დანა დაარტყეს. მათგან ერთი ქალი და ერთი კაცი - ამერიკელები, ერთი შვეიცარიელი და ერთი ნიდერლანდელი დაიღუპნენ. ორი უცხოელი ველოსიპედისტი თავდასხმას გადაურჩა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურმა დახოცა. ჰუსეინ აბდუსამადოვი, ჯგუფის ლიდერი, გაასამართლეს და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG