Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი ფაშინიანს: ერთად უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე


ნიკოლ ფაშინიანი ორბელიანების სასახლეში

სომხეთმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნოს რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაზე, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. შეხვედრა 3 მარტს, თბილისში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის დროს განხილული იყო საქართველო-სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე, სომხეთის პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს 3 მარტს ეწვია. ნიკოლ ფაშინიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG