Accessibility links

logo-print logo-print

ნავალნი იტყობინება, რომ დააყადაღეს მისი, მისი ოჯახის წევრების და ფონდის ანგარიშები


ალექსეი ნავალნი

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, აცხადებს, რომ დაყადაღებულია როგორც მისი და მისი ოჯახის წევრების, ისე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის (FBK) ანგარიშები, რაც, ანტიკორუფციონერი აქტივისტის თანახმად, მოხდა ყოველგვარი განმარტების გარეშე და მიმართულია ფონდის დისკრედიტაციისკენ.

ნავალნი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი, აქვეყნებენ ონლაინბანკინგის ამონაწერის ასლს, რაც ადასტურებს, რომ ისინი 75 მილიონი რუბლის (1 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი) დანაკლისში არიან.

ამასთან, ალექსეი ნავალნი ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა მილიარდერმა, ოლეგ დერიპასკამ, მის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს მისი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმაში, რომელიც მიზნად ისახავს ფონდის აქტივისტების საქმიანობის ხელის შეშლას იმ ფონზე, როდესაც რუსეთში იზრდება ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთა რიცხვი.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ თებერვლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგად, პუტინისადმი ნდობა რუსეთში 2017 წლის შემდეგ თითქმის ორჯერ დაეცა და 35%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG