Accessibility links

რეკომენდაცია: კორონავირუსის პრევენციისთვის "ქეშით" გადახდას მოერიდეთ


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ამ გზითაც ვრცელდება კორონავირუსი, პრევენციისთვის საჭირო კიდევ ერთი რეკომენდაციის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძემ პენსიის გამცემ ბანკს ("ლიბერთი ბანკი") მოუწოდა, უზრუნველყოს პენსიის სრულად ელექტრონული სახით გაცემა, რათა არ დადგეს ფილიალებთან რიგები. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა გამოიყენა ჩინეთმა, სადაც პრაქტიკულად ამოიღეს ნაღდი ფული ხმარებიდან.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG