Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა და სოფია ევროკავშირს ადანაშაულებენ თურქეთისათვის დევნილთათვის განკუთვნილი თანხის გადაუხდელობაში


ბოიკო ბორისოვი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ბოიკო ბორისოვი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა 2 მარტს მხარი აუბა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელმაც ევროკავშირი დაადანაშაულა 2016 წელს, დევნილთა კრიზისის დროს, ხელმოწერილი შეთანხმების შეუსრულებლობაში.

ანკარაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც თურქეთიდან ევროპისკენ დევნილთა ახალი ტალღის დაძვრას შეეხებოდა, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თურქეთს არ გადაუხადა დაპირებული 6 მილიარდი ევრო (6.68 მილიარდი $) მაშინ, როცა 4 მილიონი დევნილის დაბინავება თურქეთის ბიუჯეტს 40 მილიარდი ევრო დაუჯდა.

„ევროკავშირი ახალ გვეუბნება, რომ გამოგვიყოფს 1 მილიარდ ევროს. ვის ატყუებენ ეგენი? აღარ გვჭირდება უკვე მაგათი ფული. ჩვენ შევძლებთ ამ თანხის გამოძებნას“, - განაცხადა ერდოანმა.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა აღნიშნა, რომ „მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიღო თურქეთმა ფული“, რომლის გამოყოფასაც თავის დროზე „ევროკავშირმა მხარი დაუჭირა“.

ამის პასუხად ბრიუსელში აცხადებენ, რომ დევნილთა დასაბინავებლად გამოყოფილი თანხა სრულად იქნა დაფარული, მაგრამ იგი მიიღეს დევნილთა ორგანიზაციებმა და არა თურქეთის ხელისუფლებამ.

ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა მომდევნო წლებში დამატებით რამდენიმე მილიარდი ევროს ინვესტირების თაობაზე. ამას გარდა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზად იქნება თურქეთის მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიაზე დევნილთათვის სახლების ასაშენებლად.

2 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთიდან დაძრულმა 18 ათასმა დევნილმა უკვე გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG