Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ - ჯანდაცვის სამინისტრო


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს დამტკიცდება. დოკუმენტი ამ დრომდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება.

"სამინისტროს ექნება უფლებამოსილება, რომ გასცეს მსგავსი დოკუმენტი და არ შეექმნათ პრობლემა მოქალაქეებს", - განმარტა ადამიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა კარანტინში მინიმუმ 130 ადამიანია, თვითიზოლაციაში კი - მინიმუმ 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG