პარლამენტში ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ქვეყანას "ცარიელ ადგილზე" შეუქმნას პრობლემა. ასე გამოეხმაურა 4 მარტს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ბოკერია.
"ვისურვებდი, რომ ამ გამოსვლის დროს ქვეყანას არ შეუქმნას კიდევ ერთი პრობლემა რაიმე სისულელის თქმით", - თქვა ბოკერიამ.
პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც ხვალ, 4 მარტს არის დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ისინი საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
დაწერეთ კომენტარი