Accessibility links

იმ სკოლის დირექტორი, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ეჭვი გაჩნდა: სხვაგანაც იგივე მდგომარეობა იქნება


ნატო ბენდელიანი, იმ სკოლის დირექტორი, რომლის სარდაფშიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე ეჭვი გაჩნდა, აცხადებს, რომ მსგავსი მდგომარეობა ნებისმიერ სხვა სკოლაშია. დირექტორი ამ საკითხზე ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ნებისმიერი სკოლის სარდაფში რომ მიხვიდეთ, იგივე მდგომარეობა იქნება იმიტომ, რომ სარდაფი დაუცველია... დღისით, მზისით, არასდროს მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ჩემს ბავშვებს გამოვრიცხავ", - თქვა დირექტორმა.

დღეს, 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მდებარე, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანის მოსაწევი ინვენტარია აღმოჩენილი. საქმეზე გამოძიება კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG