Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ანდრია სარია: რომ ვთქვა კორონავირუსი არ შემეყრება, ეს მორწმუნეობა კი არა სიგიჟეა


მამა ანდრია სარია ამბობს, რომ სასულიერო პირები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც დაავადადებების მიმართ ერთნაირად რეაგირებენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე რომ ვთქვა, მე არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძალიან იდიოტი უნდა ვიყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ჩვეულებრივად ვკვდებით, ქოლერიით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე... თუ ვამბობთ, რომ ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდეს, მაშინ ეკლესიაშიც არ მივიდეს. თუ ვამბობთ, რომ ქუჩაში და თავშეყრის ადგილებში გამოდით, მაშინ რა პრობლემაა", — თქვა მამა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, საფრთხის შემცველია მღვდელმთავრების ის განცხადებები, რომლებშიც ზიარება ანტისეპტიკად არის მოხსენიებული.

"კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე, ანტისეპტიკია ზიარება, მივარდეს ეკლესიაში იმ რწმენით რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ რა მოხდება იქ", - თქვა მამა ანდრიამ.

საქართველოში კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამო ორი კვირით საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა და არაერთი კულტურული ღონისძიება გადაიდო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა კარანტინში მინიმუმ 130 ადამიანია, თვითიზოლაციაში კი - მინიმუმ 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG