Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაირკვა ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში რანგით მესამე - C ლიგაში ითამაშებს და ჯგუფში ორ-ორჯერ ეთამაშება ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებს. ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფების წილისყრა დღეს გაიმართა, ამსტერდამში. ევროპის 55 ქვეყნის ნაკრები 4 ლიგაში გადანაწილდა. A, B და C ლიგებში 16-16 ნაკრები ითამაშებს, ხოლო D ლიგაში - 7.

A ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულები ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის, პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას. აუტსაიდერები B ლიგაში დაქვეითდებიან. B, C და D ლიგების ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები კი ერთა ლიგის მესამე გათამაშებაში ერთი ლიგით მაღლა თამაშს გაინაღდებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება, 3 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე პირველი სეზონი, 2018-2019 წლებში, D ლიგაში ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და გარდა იმისა, რომ ერთი ლიგით დაწინაურდა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აგრძელებს ბრძოლას. 26 მარტს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისში უმასპინძლებს ბელარუსის ნაკრებს და თუ მოუგებს, 31 მარტს, გადამწყვეტ მატჩს ისევ თბილისში ჩაატარებს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG