Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეო: გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. ფაშინიანმა ლეკვს "ძვირფასი საჩუქარი" უწოდა და ფოტო-ვიდეომასალა Facebook-ით გაავრცელა.

ფაშინიანი წერს, რომ ეს მისი მეხუთე ძაღლი იქნება.

"ეს, სინამდვილეში, სუფთა ჯიშის ყაზბეგურია. ეს, სინამდვილეში, ის არის, რაც თავისი, ცოცხალი შეეძლო მოეცა თქვენთვის საქართველოს... [სახელი] პასპორტით აქვს, მაგრამ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რასაც თქვენ მოისურვებთ, ის დაარქვით", - უთხრა გახარიამ ფაშინიანს ლეკვის ჩუქებისას.

ქართულ ნაგაზს ბომბორა დაარქვეს.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 3 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერსა და პატრიარქს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG