Accessibility links

site logo site logo

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო


დენის შმიგალი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა დენის შმიგალის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრ ოლექსი ჰონჩარუკის ნაცვლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა 3 მარტის საღამოს, „ვერხოვნა რადაში“ თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის დმიტრი რაზუმკოვის თანახმად, ოლექსი ჰონჩარუკმა უკვე დაწერა განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სესია 4 მარტს არის დანიშნული.

44 წლის დენის შმიგალი 4 თებერვალს დაინიშნა უკრაინის დიასპორების და ტერიტორიების განვითარების მინისტრად, მანამდე იგი მუშაობდა ივანო-ფრანკოვსკის გუბერნატორად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG