Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორნადოს შედეგად ტენესის შტატში დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს გადააჭარბა


ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ დაანგრია 50 სახლი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 150 ადამიანმა. გრძელდება დაკარგული მოქალაქეების ძებნა.

დამანგრეველი ტორნადო ტენესის შტატს 3 მარტს ღამით დაატყდა თავს. შტატის დედაქალაქის, ნეშვილის ხელისუფლების თანახმად, ქალაქში დაინგრა 48 შენობა, დაზარალებულები გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში. ელექტროგაყვანილობის ხაზების დაზიანების გამო სამშაბათს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 73 000 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG