Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლის შეწყვეტის შემდეგ მეტროსა და ავტობუსში მგზავრთა რაოდენობა 127 ათასით შემცირდა


საჯარო სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტის პირველივე დღეს მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა ნაკადი 127 ათასით შემცირდა. მონაცემები რადიო თავისუფლებას "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მიაწოდა.

წინა ორშაბათ დღეს, 24 თებერავალს, როცა სწავლა შეწყვეტილი არ იყო, მეტრომ და ავტობუსმა 861,4 ათასი მგზავრი გადაიყვანა, 2 მარტს კი ამ ტრანსპორტით 733,8 მგზავრი გადაადგილდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 2 მარტიდან ყველა საჯარო სკოლასა და რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. ამავე მიზეზით, მთავრობამ გუშინ, 3 მარტს განკარგულება გამოსცა და დღეიდან სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 16 მარტამდე ჩერდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევაა. გარდა ამისა, თვითიზოლაციაშია 90-ზე მეტი ადამიანი, კარანტინში კი - 170.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG