Accessibility links

logo-print logo-print

აქტივისტებმა პრეზიდენტის მოხსენების წინ პარლამენტთან აქცია გამართეს


აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების წინ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. აქტივისტები ბანერებითა და პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათებია დატანილი.

დღეს, 4 მარტს, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. ის დეპუტატებს მთელი წლის ანგარიშს წარუდგეს. პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები. ისინი საარჩევნო სისტემაზე ვერშეთანხმების გამო კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG