Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩნდა ეჭვი ნარკოტიკების კიდევ ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოხმარებაზე


ნარკოტიკული საშუალებების კიდევ ერთ სკოლის ტერიტორიაზე მოხმარებაზე ეჭვი გაჩნდა. დღეს, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ მსგავსი საჭირო მოწყობილობები თბილისში, საბურთალოზე მდებარე #102 სკოლის შენობაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისთვის, წარმოებისთვის, შეძენისთვის ან შენახვისთვის დგება და ხუთწლამდე პატიმრობით ისჯება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სკოლის შენობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის საჭირო ნივთები იპოვეს. მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ, 3 მარტსაც. ქუთაისის ამ სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი მდგომარეობა ნებისმიერ სხვა სკოლაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG