Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში უმუშევრობას შეეხო და ამ კონტექსტში ახსენა პოპულიზმი.

"უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან - კედლების აღმართვას, ხან სხვის სიძულვილს", - თქვა პრეზიდენტმა.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. სხდომას ესწრებიან მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ამ პარტიიდან ბოლო თვეების განმავლობაში წასული დეპუტატები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". მოხსენებას არ ისმენს "პატრიოტთა ალიანსიც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG