Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბიშვილი: აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ აღარ ჩანს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სამშვიდობო ნაბიჯები გადაიდგას. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პარლამენტში პრეზიდენტმა თავის ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა.

"აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ", - თქვა პრეზიდენტმა.

მანვე დააკონკრეტა, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. სხდომას ესწრებიან მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ამ პარტიიდან ბოლო თვეების განმავლობაში წასული დეპუტატები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". მოხსენებას არ ისმენს "პატრიოტთა ალიანსიც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG