Accessibility links

20 ავღანელი სამხედრო დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში


ზალმაი ხალილზადი და თალიბანის ლიდერები

4 მარტს აშშ-მა „თავდაცვითი“ საავიაციო დარტყმა განახორციელა თალიბ მოიერიშეებზე ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთ საგუშაგოზე მოწყობილი რამდენიმე თავდასხმის შედეგად რამდენიმე საათის წინ 20 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.

საპასუხო საავიაციო იერიშის შესახებ საკუთარ ტვიტერში დაწერა ავღანეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, სონი ლეგეტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „თავდაცვითი ხასიათის“ დარტყმა მიმართული იყო იერიშის შესაჩერებლად.

ამ მორიგი ძალადობის ფონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თალიბანის ლიდერს შორის წუხელ გამართული ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი, რომელსაც აშშ-ის ლიდერმა „ძალიან კარგი“ უწოდა.

4 მარტის თავდასხმა საფრთხის ქვეშ აყენებს 29 თებერვალს დოჰაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.

შეთანხმებით დადგენილია ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გრაფიკი ქვეყანაში ამერიკელ სამხედროთა 18 წელზე მეტ ხანს ყოფნის შემდეგ. საპასუხოდ მეამბოხეები კისრულობენ მთელ რიგ ვალდებულებებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასამართად.

მაგრამ შეთანხმების შესრულება საფრთხის ქვეშაა რამდენიმე პრინციპულ საკითხში წარმოქმნილი წინააღმდეგობის გამო.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი წინააღმდეგია საპატიმროდან 5000 თალიბის გამოშვებისა, თალიბები კი აცხადებენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილეობას შიდაავღანურ დიალოგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG