Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს, რომ საქართველოს მიზანზე უარი ათქმევინოს, შედეგს ვერ მიაღწევს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება თავისი პოზიციების წარმოჩენა როგორც პარტნიორებთან, ისე რუსეთთან. ზურაბიშვილმა ოკუპაციაზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა.

"თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია", - თქვა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლასა და საზოგადოების ერთსულოვნებას.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში უკვე დასრულდა. მას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და ამ პარტიიდან ბოლო თვეებში წასული დეპუტატები ესწრებოდნენ. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". მოხსენებას არ უსმენდა არც "პატრიოტთა ალიანსი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG