Accessibility links

გაუქმდა 3 საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო უნდა წარმდგარიყო


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, გაუქმდა სამი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რომლებშიც საქართველოც მონაწილეობდა.

2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე უნდა წარმდგარიყო.

2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა - Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პარიზის წიგნის ბაზრობა გაუქმდა და მოეწყობა 2021 წელს.

ასევე 2021 წლამდე გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა - London Book Fair, სადაც 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგებოდა და ქართველი გამომცემლები ბიზნესშეხვედრებს გამართავდნენ უცხოელ კოლეგებთან.

მანამდე გაუქმდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობა - Leipziger Buchmesse. მასზე 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით უნდა წარმდგარიყო უკვე მეცხრედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG