Accessibility links

site logo site logo

ერდოანის თქმით, პუტინთან მის შეხვედრას იდლიბში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა უნდა მოჰყვეს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა უნდა მოჰყვეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებამ გაიჟღერა პუტინთან შეხვედრის წინ, რომელიც 5 მარტს გაიმართება მოსკოვში.

თებერვლის ბოლოდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო კონფლიქტის გამწვავება შეინიშნება. მასში ანკარა მხარს უჭერს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას, მოსკოვი კი - სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

2018 წელს პუტინმა და ერდოანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, თურქეთი და რუსეთი იდლიბში ზავის გარანტები გახდნენ. მაგრამ ასადის ჯარებმა ახლახან იქ იერიში დაიწყეს და ოპოზიციას რიგი რეგიონები წაართვეს. ამასთან, დარტყმის ქვეშ მოყვა თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტები. ამის შემდეგ თურქეთმა იდლიბში დამატებითი ჯარები გაგზავნა და დაიწყო სირიის სამთავრობო ჯარებისთვის დარტყმების მიყენება. ამან გააჩინა შეტაკების საშიშროება რუსეთსა და თურქეთს შორის, რომლებიც საპირისპირო მხარეებზე არიან ჩართული კონფლიქტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG