Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მარტს გახდება ცნობილი, დაიხურება თუ არა მარიანა ჩოლოიანის პროცესი


9 მარტს გახდება ცნობილი, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის სასამართლო სხდომა დაიხურება თუ არა. სხდომის დახურვას საქმეში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო პროკურატურა ითხოვს.

ამ დრომდე ორი პროცესი იყო დანიშნული. პირველ შემთხვევაში ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, მეორე შემთხვევაში კი, საგამოძიებო უწყებების მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენის მიზეზით გადაიდო. დღევანდელი სხდომისგან განსხვავებით, წინა სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, არ ესწრებოდა ბრალდებული ჩოლოიანი.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG