Accessibility links

logo-print logo-print

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 84 ქვეყანაშია გავრცელებული


ახალი კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რიცხვი 95 483, საიდანაც ნახევარზე მეტი 53 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 3 286- ს მიაღწია გარდაცვალებულთა რაოდენობამ.

5 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 84 ქვეყანაში. მათგან კრიტიკულად რთული რჩება ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში. გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში 160 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 144 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 38-ია. 4 მარტს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიაში სწავლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაინფიცირებული, რომელიც ვიტერბოს უნივერისტეტის სტუდენტია, რომის ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG