Accessibility links

site logo site logo

გახარია: ეკონომიკაზე, ტურიზმზე ახალმა კორონავირუსმა უკვე მოახდინა მცირედი ზეგავლენა


გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მცირედი ზეგავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში კი იმ დარგებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან. მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ეკონომიკის ზრდაზე ვირუსის ზემოქმედების უარყოფითი შედეგი მინიმალიზებული იყოს:

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია. როგორც მონეტარული ასევე ფისკალური თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკის ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო შესაბამისი დავალება და უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები იმ დარგის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულები ტურიზმთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG