Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, იყოს იზოლაციაში, მოერიდეთ მას


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ადამიანების ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებსა და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მოუწოდებს მასთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ. იმნაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხე კვლავ არსებობს.

"არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს", - განმარტა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, ქვეყანაში სულ ლაბორატორიულად ვირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG