Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ადეიშვილს იბერია TV-ს საქმეზე 1,5 წლით პატიმრობა შეეფარდა


საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია იბერიას საქმეზე სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად, 1,5 წლით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 5 მარტს გამოაცხადა.

ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მის მაშინდელ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს, რომლსაც 40 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დგება.

პროკურატურის ვერსია

2004 წლის იანვარში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს, გაკონტროლების მიზნით, შპს ომეგა ჯგუფისა და ტელეკომპანია იბერიას სამაუწყებლო ლიცენზიის ხელში ჩაგდება. პროკურატურაში ადეიშვილის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ომეგა ჯგუფში. კომპანიის ყველა ოფისში და მათ შორის ტელეკომპანიის შენობაში განლაგდნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

"დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გაყარეს, რამაც გამოიწვია ტელეკომპანია იბერიის და გაზეთ ახალი ეპოქის საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება", - ვკითხულობთ პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, 2004 წლის შემოდგომას ლაცაბიძემ ომეგა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც არხის ლიცენზიის დათმობის სანაცვლოდ პრობლემების მოგვარება შესთავაზა. ამ "შეთანხმების" ფარგლებში ტელევიზიის ლიცენზია გადაეცა შპს ტელეკომპანია აისს, ქონება კი ძველ მესაკუთრეს დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG