Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბნის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს


სუს-ის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქართამის აღების ფაქტზე დააკავეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG