Accessibility links

logo-print logo-print

ბერლინალე 2020-ში გამარჯვებული ირანელი კინორეჟისორი მოჰამად რასულოფი ხელისუფლებამ ციხეში გამოიძახა


ირანის ხელისუფლებამ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულს, მოჰამად რასულოფს შეატყობინა, რომ ციხეში უნდა გამოცხადდეს დანიშნული ვადის მოსახდელად. ამის შესახებ რეჟისორის ადვოკატი ნასერ ზარაფშანი იტყობინება.

2019 წლის ივლისში რეჟისორი დამნაშავედ ანტისამთავრობო პროპაგანდის გავრცელებაში ცნეს დამნაშავედ. ასეთად სასამართლომ მიიჩნია რასულოფის ფილმები, რომლებსაც საერთაშორისო ჯილდოები აქვს მოპოვებული. კერძოდ, ლაპარაკია ფილმებზე „მშვიდობით“ და „მოუსყიდველი“, რომლებმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები მიიღო 2013 და 2017 წლებში.

2010 წელს რასულოფს ირანში უკვე ჰქონდა მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულისთვის. მოგვიანებით ეს ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს. რეჟისორის არცერთი ფილმი ოფიციალურად არ უჩვენებიათ მის მშობლიურ ქვეყანაში. რასულოფი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

როგორც იტყობინებიან, ხელისუფლების მოთხოვნაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური წყაროებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG