Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: თავდასხმების მიუხედავად თალიბანი შეთანხმების პირობებს ძირითადად იცავს


აშშ-ის თავდაცვის უწყების მეთაურებმა განუცხადეს კანონმდებლებს, რომ თალიბანთან მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების შედეგები არაერთგვაროვანია, მაგრამ, მათი მტკიცებით, ექსტრემისტული გაერთიანება შეთანხმების პირობების უმეტესობას იცავს მიუხედავად სისხლიანი ძალადობისა ავღანეთში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტმა, მარკ ესპერმა 4 მარტს სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ ექსტრემისტები პატივს სცემენ შეთანხმებას და არ ესხმიან თავს აშშ-ის და კოალიციის ძალებს, მაგრამ არა „ძალადობის შემცირების თვალსაზრისით“. ესპერმა დასძინა, რომ „არააა იოლი ამოცანა ხალხის ამ ჯგუფის გაერთიანება, რადგან მათ შორის არიან მკაცრი ხაზის მომხრეებიც და ზომიერებიც და ისინი ერთმანეთს ეჭიდავებიან, ასე მგონია“.

ეს კომენტარი გავრცელდა მას მერე, რაც პენტაგონის ცნობით, აშშ-ის ძალებმა „იერიში„ მიიტანეს თალიბანის ძალებზე, რომლებიც თავს დაესხნენ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე საგუშაგოს, რომელსაც ავღანეთის არმია იცავდა. თალიბებმა 20 ავღანელი სამხედრო მოკლეს ამ თავდასხმისას, რომელიც მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ძალიან კარგ“ სატელეფონო საუბარს თალიბანის პოლიტიკურ მეთაურთან.

ძალადობის ტალღა საფრხეს ქმნის დოჰაში აშშ-ის წარმომადგენელსა და თალიბანს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მოკავშირეებმა ავღანეთი უნდა დატოვონ 14 თვის განმავლობაში. საპასუხოდ თალიბანმა იკისრა უსაფრთხოების გარანტია და პირობა, რომ ავღანეთის მთავრობასთან მოილაპარაკებს, რასაც ის დღემდე უარყოფდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG