Accessibility links

logo-print logo-print

განახლებულ ჭავჭავაძეზე განათებების შეცვლაზე 1,1 მლნ იხარჯება


თბილისში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე განათების სისტემების შეცვლაზე 1,1 მლნ ლარი იხარჯება. ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის სამუშაოებზე დასაქმებული პირების სახელფასო ანაზღაურება.

განათების ბოძების შეცვლა თბილსერვის ჯგუფს თბილისის მერიამ დაავალა. კომპანიამ კი სამუშაოების ჩატარება ტენდერის გარეშე გადაწყვიტა. ვაკეში სულ 185 ახალი ბოძი და 370 ახალი ნათურა დამონტაჟდება.

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, ჭავჭავაძის გამზირის დიდ ნაწილზე შეიცვალა მილსადენები და გზის საფარი. გარდა ამისა, მოეწყო ტროტუარები და ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG