Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით გამოწვეული ინფექციის გავრცელების გამო ირანში სკოლები იხურება, მთავრობა მიმართავს სხვა ზომებს


ირანში დაიხურა სკოლები და ტარდება სხვა ზომები, რათა შეებრძოლონ COVID-19-ით გამოწვეული კორონავირუსის გავრცელებას. ისლამურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაოდენობაა ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეასთან და იტალიასთან ერთად.

ჯანდაცვის მინისტრის, საიდ ნამაქის თანახმად, სკოლები და უნივერსიტეტები ირანულ ახალ წლამდე, 20 მარტამდე დახურული იქნება და გამშვები პუნქტები დაწესდება ქალაქებს შორის მიმოსვლის შესამცირებლად. ნამაქის თქმით, ხალხი შინ უნდა დარჩეს და "ჩვენი გაფრთხილება სერიოზულად მიიღოს".

ირანის ხელისუფლების ზომები მოჰყვა მთავრობის ცნობას, რომ COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 107-ს მიაღწია. დაავადებულა რიცხვი 3513-ია. ახალი კორონავირუსი აღრიცხულია ირანის ყველა პროვინციაში, განაცხადა ჰასან როჰანიმ 4 მარტს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა და დაავადებულთა რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ასას თეირანი აცხადებს.

ვირუსის გამო გაუქმდა პარასკევის ლოცვა ყველა პროვინციის დედაქალაქებში.

Covid-19-ით გამოწვეული ინფექციის გავრცელების გამო ირანში სკოლები იხურება, მთავრობა მიმართავს სხვა ზომებს

ირანში დაიხურა სკოლები და ტარდება სხვა ზომები, რათა შეებრძოლონ Covid-19-ით გამოწვეული კორონავირუსის გავრცელებას. ირანში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაოდენობაა ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეასთან და იტალიასთან ერთად.ჯანდაცვის მინისტრის, საიდ ნამაქის თანახმად, სკოლები და უნივერსიტეტები ირანულ ახალ წლამდე, 20 მარტამდე დახურული იქნება და გამშვები პუნქტები დაწესდება ქალაქებს შორის მიმოსვლის შესამცირებლად. ნამაქის თქმით, ხალხი შინ უნდა დარჩეს და ჩვენი გაფრთხილება სერიოზულად მიიღოს.

ირანის ხელისუფლების ზომები მოჰყვა მთავრობის ცნობას, რომ COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 107-ს მიაღწია. დაავადებულა რიცხვი 3513-ია. ახალი კორონავირუსი აღრიცხულია ირანის ყველა პროვინციაში, განაცხადა ჰასან როჰანიმ 4 მარტს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა და დაავადებულთა რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ასას თეირანი აცხადებს.

ვირუსის გამო გაუქმდა პარასკევის ლოცვა ყველა პროვინციის დედაქალაქებში.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ირანში, ბრაიან ჰუკმა, ირანის მთავრობა დაადანაშაულა, რომ „არ არის გამჭვირვალე“ ეპიდემიის გავრცელების შესახებ.

„ირანმა კორონავირუსის შესახებ საკუთარ ხალხი მოატყუა“, განაცხადა ჰუკმა, "მან ხალხს უთხრა, რომ არაფერი საშიში არ იყო და ამ დროს კი დაავადება ვრცელდებოდა მთელ ირანში“.
ჰუკის თქმით, აშშ-მა ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა ირანს, მაგრამ მთავრობამ უარი თქვა მის მიღებაზე.

ნამაქიმ განაცხადა ასევე, რომ ხალხმა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სხვათა შორის, უარი უნდა თქვას ქაღალდის ფულის გამოყენებაზე. მისივე თანახმად, საწვავის ჩასხმის დროს ავტომობილებში უნდა დარჩნენ და საშუალება მისცენ მომსახურე პერსონალს თავისი საქმე გააკეთოს.

ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელების მიმართ მღელვარების გამო პალესტინელთა ავტონომიამ 5 მარტს განაცხადა, რომ ბიბლიური წარმოდგენით, იესო ქრისტეს დაბადების ადგილის ეკლესია ბეთლემში, განუსაზღვრელი ვადით დაიხურა.

რეგიონში Covid-19-ით გამოწვეული კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 3750-ია და მათი უმეტესობა ირანზე მოდის.

საუდის არაბეთმა თავის მოქალაქეებს და უცხოელებს ამ სამეფოში აუკრძალა მექაში სალოცავად ჩასვლა, ყოველწლიურ რიტუალში მონაწილეობა.


Covid-19-ის ვირუსმა იმსხვერპლა 3000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოში, მათი უმეტესობა მოდის ჩინეთზე, საიდანაც გავრცელდა დაავადება მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში, რასაც მოგზაურობის და სხვა შეზღუდვა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG